Haqqımızda Reklam
14 
Dek
2022
12:03
2
0
129

უკრაინაში კიდევ 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში დაღუპული კიდევ ორი ქართველი მებრძოლიდან ერთი კონსტანტინოვსკის პროზექტურაშია გადასვენებული, მეორის ბრძოლის ველიდან გამოყვანას კი ამ დრომდე ცდილობენ. რაც შეეხება დაჭრილებს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. როგორც უკრაინაში მებრძოლი ქართველი დავით ქუქჩიშვილი აცხადებს, მიხეილ თევდორაძე და სერგო ქართველიშვილი რუსეთის ძალებთან შეტაკების დროს, ბახმუტის მისადგომებთან დაიღუპნენ. „ბახმუტის მისადგომებთან რუსებს დაეტაკნენ 28-ე ბრიგადაში გაფორმებული ქართველი პარტიზანები და შეტაკებაში ვაჟკაცურად დაუღუპნენ. დაჭრილების მდგომარეობა სტაბილურია, მათ სიცოცხლეს არაფერი ემუქრება. ერთ-ერთი დაღუპული გადაყვანილია კონსტანტინოვსკის პროზექტურაში. ბიჭები ყველაფერს ცდილობენ, რომ მეორე მიცვალებულიც გამოიყვანონ. ისინი გმირები არიან, ვაჟკაცები არიან, სიცოცხლე გაწირეს სხვა ბიჭების გადასარჩენად", - განაცხადა უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა, დავით ქუქჩიშვილმა „მთავარ არხთან“ საუბრისას. რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში უკვე 36 ქართველია დაღუპული.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები