Haqqımızda Reklam
15 
Okt
2026
13:25
1
0
117

ოპოზიციის ლიდერი თურქეთში დააკავეს

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძემ, თურქეთის აეროპორტში მისი დაკავების შესახებ განცხადება გაავრცელა. 24News.ge-ის ინფორმაციით, პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 2025 წლის ნოემბრიდან თურქეთში შესვლა აკრძალული აქვს. ჯაფარიძის თქმით, ის „Renew Europe“-ის მოწვევით ლიდერთა სამიტში მონაწილეობის მისაღებად ბრიუსელში მიემგზავრებოდა. თურქეთში კი თვითმფრინავი უნდა შეეცვალა, თუმცა სასაზღვრო კონტროლის დროს დააკავეს: „დღეს ბრიუსელში მივფრინავდი. „Renew Europe“-ის მოწვევით ლიდერთა სამიტში უნდა მიმეღო მონაწილეობა. თურქეთში ავიაკომპანიის შეცვლა მომიწევდა. საზღვარზე გამაჩერეს“. როგორც ამიხსნეს, 2025 წლის ნოემბრიდან თურქეთში შესვლა აკრძალული მაქვს. როგორც ჩანს, საქართველოს ოფიციალური უწყებებისგან ჩემ შესახებ გარკვეული ინფორმაცია მიიღეს. ხვალ დილით თბილისში დამაბრუნებენ. სამწუხაროდ, მნიშვნელოვანი შეხვედრებში მონაწილეობის შესაძლებლობა დავკარგე. სანერვიულო სხვა არაფერია“, — დაწერა ჯაფარიძემ. აღსანიშნავია, რომ ზურაბ ჯაფარიძის დაკავების შესახებ ინფორმაცია პირველად პარტიამ „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ (ALDE) გაავრცელა.

www.24news.ge

სხვა სიახლეები