Haqqımızda Reklam
17 
Okt
2026
12:29
1
0
68

კობახიძემ ლიდერთა სამიტზე განაცხადა: „2026–2028 წლებში საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას მიაღწევს“

„საქართველო ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპს ინარჩუნებს. 2026 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7,6 პროცენტი შეადგინა“. 24News.ge-ის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომხეთში გამართულ COP17-ის ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ეკონომიკური ზრდის შედეგები სოფელსა და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობამდეც მივიდეს. „საქართველო ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპს ინარჩუნებს. 2026 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7,6 პროცენტი შეადგინა. მსოფლიო ბანკმა ცოტა ხნის წინ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7 პროცენტამდე გაზარდა. ამავე ორგანიზაციის პროგნოზის თანახმად, 2026–2028 წლებში საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწევს.“ ჩვენი პრიორიტეტია, ეკონომიკური ზრდის შედეგები სოფელსა და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობამდეც მივიდეს. ამ მოსახლეობის საარსებო წყაროები პირდაპირ არის დამოკიდებული ბუნებრივ რესურსებზე. სწორედ ამიტომ, დაცულ ტერიტორიებს, ტყეების აღდგენასა და მდგრად ტურიზმს ადგილობრივი განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალად ვაქცევთ. ჩვენი მიზანია, ბუნების დაცვამ ახალი სამუშაო ადგილები და შესაძლებლობები შექმნას არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ მათ ფარგლებს გარეთაც. „გრძელვადიანი შედეგების მისაღწევად საჭიროა თანამშრომლობა საზღვრებს მიღმაც. სამხრეთ კავკასიაში საერთო ეკოსისტემები მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის რეგიონული პარტნიორობის გაღრმავებისა და მდგრადი განვითარებისთვის. საქართველო მზად არის, მეზობელ ქვეყნებთან მჭიდროდ ითანამშრომლოს ჩვენი საერთო ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის მიზნით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

www.24news.ge

სხვა სიახლეები