Haqqımızda Reklam
20 
Okt
2026
17:30
1
0
60

აისუნ გულიევას ახლობლებმა გენერალური პროკურატურის შენობის წინ აქცია გამართეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალის მცხოვრები, 23 წლის აისუნ გულიევას ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მისმა ახლობლებმა თბილისში, გენერალური პროკურატურის შენობის წინ აქცია გამართეს. როგორც 24News.ge იუწყება, აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით: „აისუნ გულიევასთვის სამართლიანობას ვითხოვთ“ და „აისუნის გამო ნუ გავჩუმდებით“. გარდაცვლილის ახლობლებმა განაცხადეს, რომ შემთხვევიდან ექვსი თვის გასვლის მიუხედავად, გამოძიებასთან დაკავშირებით კონკრეტული შედეგი ჯერ კიდევ არ არსებობს. მათი თქმით, გამოძიება სათანადო დონეზე არ მიმდინარეობს. აისუნ გულიევას მშობლები ამტკიცებენ, რომ მათ ქალიშვილს თავი არ მოუკლავს და ის მოკლულია. მათი განცხადებით, არსებობს საკმარისი მტკიცებულებები და ფაქტები, რომლებიც, მათი აზრით, ამ ვერსიას ადასტურებს. ოჯახის ადვოკატმა კი აღნიშნა, რომ აისუნ გულიევას მშობლებს სურთ გაარკვიონ, რა ვითარებაში მოხდა შემთხვევა და იყო ეს თვითმკვლელობა თუ მკვლელობა. ადვოკატის თქმით, ექსპერტიზის შედეგები დღემდე არ გასაჯაროებულა.

www.24news.ge

სხვა სიახლეები