Haqqımızda Reklam
20 
Okt
2026
16:27
1
0
65

მარნეულში შვილების იძულებით ქორწინებაში ჩართვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს (ვიდეო)

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახის წევრის ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორი სხვადასხვა ფაქტზე, მარნეულის მუნიციპალიტეტში სამი პირი დააკავეს. 24News.ge-ის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებულებმა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მიმართ შეუწყნარებლობის მოტივით, საკუთარი შვილები, მათ შორის არასრულწლოვანი გოგონები, მათი ნების საწინააღმდეგოდ, თანასოფლელ მამაკაცებზე დაქორწინება აიძულეს. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამივე პირი დააკავეს. ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11¹-150¹ და 126¹-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლები 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

www.24news.ge

სხვა სიახლეები