Haqqımızda Reklam
12 
Okt
2026
16:05
0
0
121

პრემიერ-მინისტრის განცხადება: „70 წლამდე ასაკის პენსიონერებს 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით პენსია გაეზრდებათ“

საქართველოში 70 წლამდე ასაკის პენსიონერების ყოველთვიური პენსია მომავალი წლის 1 იანვრიდან 45 ლარით გაიზრდება და 415 ლარი გახდება. 24News.ge-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, გადაწყვეტილების თანახმად, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება. ეს ცვლილება მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ პენსიონერებზე არ გავრცელდება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პენსიების ზრდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 128 მილიონი ლარის გამოყოფას მოითხოვს. პრემიერ-მინისტრის თქმით, 2026 წელს ასაკობრივი პენსიების დაფინანსებისთვის 5 მილიარდ ლარზე მეტი, ხოლო დაგროვებითი საპენსიო სისტემის თანადაფინანსებისთვის 540 მილიონი ლარია გამოყოფილი. შედარებისთვის, მან აღნიშნა, რომ 2012 წელს პენსიებისთვის სულ 1 მილიარდი და 65 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული. კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის დაახლოებით ერთი მესამედი სოციალურ ხარჯებზეა მიმართული. მისი თქმით, სოციალური ხარჯების კიდევ უფრო მეტად გაზრდამ შესაძლოა ეკონომიკური ზრდის შენელება და ინფლაციის გაძლიერება გამოიწვიოს. პრემიერ-მინისტრმა ასევე დასძინა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა არსებული შესაძლებლობების ფარგლებში შეეცდება, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია ინდექსაციის წესებით გათვალისწინებულ ზრდაზე მეტად გაზარდოს.

www.24news.ge

სხვა სიახლეები