Haqqımızda Reklam
08 
Okt
2026
15:05
2
1
172

კობახიძე: „ივანიშვილი არსად ბრუნდება, ის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერია და პოლიტიკაშია “

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. 24News.ge იუწყება რომ, კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ივანიშვილი პარტიის პოლიტიკური გუნდის ლიდერია და ამჟამადაც პოლიტიკაში საქმიანობს. პრემიერ-მინისტრის თქმით, ივანიშვილი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისა და განვითარების პროცესებში: „ბიძინა ივანიშვილი ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეა, გუნდის ლიდერია და პოლიტიკაშია. ის არსად ბრუნდება, რადგან უკვე პოლიტიკაშია. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაში, ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში“, - განაცხადა კობახიძემ. პრემიერმა აღნიშნა, რომ ივანიშვილს გადამწყვეტი როლი აქვს ქვეყნისა და მმართველი გუნდის მიერ მიღწეულ წარმატებებში. კობახიძის თქმით, ივანიშვილს სურს, რომ ქვეყნისა და პოლიტიკური გუნდის მომავალი საქმიანობა არსებული მიმართულებით გაგრძელდეს: „პრემიერ-მინისტრობა რომ სდომოდა, 2013 წელს პრემიერ-მინისტრად დარჩებოდა. თუმცა, მან სასურველი მიმართულებით იმოქმედა და დღესაც ასე საქმიანობს. ის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერია“, - აღნიშნა პრემიერმა. კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ, მისი აზრით, ივანიშვილის, როგორც პოლიტიკური ლიდერის, საქმიანობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მმართველი გუნდისა და ქვეყნის უსაფრთხოებისა და განვითარების პოლიტიკაში.

www.24news.ge

სხვა სიახლეები