Haqqımızda Reklam
10 
Okt
2026
11:50
1
0
88

საქართველოს სპორტსმენი ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს წარმომადგენელმა ილია სულამანიძემ (100 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 24News.ge იუწყება, რომ 25 წლის ქართველმა სპორტსმენმა ფინალურ შეხვედრაში იაპონელ მეტოქე დოტა არაის სძლია. სულამანიძე ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთო და უნგრელი ზომბორ ვეგი დაამარცხა. მან მერვედფინალში მოლდოველი ვადიმ გიმბოვსკი, ხოლო მეოთხედფინალში რუსი ნიაზ ბილალოვი დაამარცხა. ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალში იტალიელ ჯენარო პირელის სძლია და ფინალში გავიდა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების აქტივში ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია.

www.24news.ge

სხვა სიახლეები