Haqqımızda Reklam
08 
Okt
2026
16:50
1
0
231

საპენსიო ფონდმა საინვესტიციო პორტფელების შედეგები გამოაქვეყნა

საქართველოს საპენსიო ფონდმა 2026 წლის სექტემბერში საინვესტიციო პორტფელების შედეგები გამოაქვეყნა. 24News.ge იუწყება, რომ ფონდის ინფორმაციით, 2026 წლის პირველ 9 თვეში სამივე საინვესტიციო პორტფელმა პერიოდი როგორც ნომინალური, ისე რეალური მომგებიანობით დაასრულა. წლის დასაწყისიდან მიღებული შედეგების მიხედვით, ყველაზე მაღალი მომგებიანობა დინამიკურ პორტფელში დაფიქსირდა. 2026 წლის პირველი 9 თვის მონაცემები ასეთია: დინამიკური პორტფელი: 8,87% (ინფლაციის გათვალისწინებით რეალური მომგებიანობა – 4,01%); დაბალანსებული პორტფელი: 8,75% (რეალური მომგებიანობა – 3,90%); კონსერვატიული პორტფელი: 8,46% (რეალური მომგებიანობა – 3,61%). სექტემბერში კი პორტფელების შედეგები განსხვავებული იყო. საერთაშორისო საფონდო ბაზრებზე ობლიგაციების მომგებიანობის ზრდამ უარყოფითი გავლენა მოახდინა. ადგილობრივმა ფიქსირებული შემოსავლის მქონე ინსტრუმენტებმა კი პორტფელების შედეგებზე დადებითი გავლენა მოახდინა. ამასთან, ლარი აშშ დოლართან მიმართებით დაახლოებით 0,28%-ით გამყარდა. ამან უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივების ლარში გამოხატული მომგებიანობის შემცირება გამოიწვია. შედეგად, სექტემბერში საუკეთესო მაჩვენებელი კონსერვატიულმა პორტფელმა აჩვენა და 0,37%-ით გაიზარდა. დაბალანსებული პორტფელი 0,11%-ით, ხოლო დინამიკური პორტფელი 0,62%-ით შემცირდა. ფონდის ინფორმაციით, დაარსების დღიდან დინამიკური პორტფელის წლიური განზოგადებული მომგებიანობა 13,72%-ს, ხოლო რეალური წლიური განზოგადებული მომგებიანობა 9,43%-ს შეადგენს. დაბალანსებულ პორტფელში ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 12,77% და 8,52% იყო, ხოლო კონსერვატიულ პორტფელში – 10,26% და 4,40%. სექტემბრის ბოლოს საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10,1 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო მთლიანმა საინვესტიციო შემოსავალმა 3 მილიარდ ლარს მიუახლოვდა.

www.24news.ge

სხვა სიახლეები