Haqqımızda Reklam
12 
Okt
2026
12:45
1
0
137

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ

დღეს, 12 ოქტომბერს, ლუქსემბურგში გამართულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში არსებული ვითარებაც განიხილება. 24News.ge-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. შეხვედრას ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი უხელმძღვანელებს. განცხადების თანახმად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ აგრესიულ ომს, ასევე ჰიბრიდული მოქმედებების მზარდ კამპანიას, რომელიც მიმართულია ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ. დისკუსიების დროს ყურადღება გამახვილდება რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული მოქმედებების გაძლიერების საპასუხოდ ევროკავშირის მიერ გასატარებელ ზომებზე, უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელებასა და რუსეთზე ზეწოლის გაზრდის საკითხებზე. საბჭოს დღის წესრიგში ასევე შედის ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება. ირანში განვითარებული ბოლო მოვლენების ფონზე, განსაკუთრებით განიხილება საზღვაო ტრანსპორტის თავისუფლების საკითხი. გარდა ამისა, მინისტრები გაცვლიან მოსაზრებებს ღაზის სექტორსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

www.24news.ge

სხვა სიახლეები