Haqqımızda Reklam
08 
Okt
2026
15:49
1
0
176

რუსეთში მდებარე ქართული ტაძრის აღდგენაში ქართველი სპეციალისტები შეიძლება ჩაერთონ

რუსეთში მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენის პროცესში ქართველი სპეციალისტების ჩართვაც იგეგმება. 24News.ge იუწყება, რომ ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, პროტოიერეი ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. მისი თქმით, ტაძრის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით მხარეებს შორის დიალოგი უკვე დაიწყო. აღდგენის პროცესში ქართველი მეცნიერების მონაწილეობა და მათი რუსეთში ვიზიტი იგეგმება: „ამჟამად დეტალები ცნობილი არ არის. ტაძარი მოსკოვში არ მდებარეობს, თუმცა რუსეთშია. ჯერჯერობით ამაზე მეტს ვერ გეტყვით. როცა საჭირო იქნება, მუშაობას დავიწყებთ და ჯგუფის ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ დავმალავთ. მე ამ ჯგუფის შემადგენლობაში არ ვარ, ეს ყველაფერი ჯერ საწყის ეტაპზეა. მთავარი ის არის, რომ აღდგენის პროცესში სამეცნიერო მიმართულებაც ჩაერთოს“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

www.24news.ge

სხვა სიახლეები