Haqqımızda Reklam
27 
Okt
2026
17:05
1
0
46

24News მედიის სოციალურ მედიაში ანგარიშებზე გამომწერთა რაოდენობამ 238 ათასს მიაღწია

ზუსტი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელი პოზიცია საკუთარ სლოგანად არჩეულმა 24News Media-მ რეგიონში ფართო აუდიტორიის ნდობის მოპოვება განაგრძო. მედიის სოციალურ პლატფორმებზე გამომწერთა საერთო რაოდენობამ 238 ათასს მიაღწია. ამჟამად 24News Media-ს სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე ათასობით ადამიანი ადევნებს თვალს. კერძოდ, მედიის TikTok ანგარიშს 100 ათასი, Facebook გვერდს 88 ათასი, YouTube არხს 30 ათასი, ხოლო Instagram ანგარიშს 20 ათასი გამომწერი ჰყავს. ეს მაჩვენებლები 24News Media-ს მიმართ ინტერესისა და აუდიტორიის ნდობის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა. მედია საშუალება მომავალშიც გააგრძელებს საქმიანობას ოპერატიული, ზუსტი და ობიექტური ინფორმაციის მიწოდების, საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხების გაშუქებისა და თავის გამომწერებთან სანდო საინფორმაციო კავშირის კიდევ უფრო გაძლიერების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან მოქმედი საინფორმაციო პორტალი 24News.ge და ინტერნეტტელევიზია 24News TV რეგიონის საინფორმაციო სივრცეში გამორჩეულ ადგილს იკავებს. მედია საშუალება აზერბაიჯანულ და ქართულ ენებზე ფუნქციონირებს, საზოგადოებას ქვეყანაში და რეგიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას აწვდის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს აშუქებს. ამასთანავე, 24News Media სხვადასხვა კულტურულ პროგრამასა და პროექტს ახორციელებს, რითაც წვლილს შეაქვს ეროვნული და კულტურული ფასეულობების დაცვაში, შენარჩუნებასა და მომავალი თაობებისთვის გადაცემაში. საქმიანობის განმავლობაში მედია საშუალება მხოლოდ ინფორმაციის გავრცელებით არ შემოფარგლულა, არამედ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რეგიონში მედიის სფეროში ახალი კადრების მომზადებასა და ახალგაზრდებში ჟურნალისტიკისადმი ინტერესის გაზრდაშიც. 24News Media-ს მიმართ გამოხატული ნდობისთვის ყველა ჩვენს გამომწერს მადლობას ვუხდით! ეს ნდობა გვაძლევს მოტივაციას, რომ კიდევ უფრო პასუხისმგებლობით, ოპერატიულად და ხარისხიანად ვიმუშაოთ.

www.24news.ge

სხვა სიახლეები