Haqqımızda Reklam
27 
Okt
2026
15:35
1
0
43

მარნეულის საკრებულომ სამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო (ვიდეო)

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ამირან გიორგაძის ხელმძღვანელობით მორიგი სხდომა გაიმართა. 24News.ge-ის ინფორმაციით, სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღეს. დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხი ეროვნული ჯილდოსთვის წარდგენილი 10 პედაგოგის წახალისებას ეხებოდა. საკრებულოს წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება თითოეული პედაგოგისთვის 2 500 ლარის ოდენობით ჯილდოს გადაცემის შესახებ. ამ მიზნით, ჯამში, 25 000 ლარი გამოიყოფა. მეორე საკითხი მარნეულის მერიის თანამშრომლებისთვის სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ბარათების ლიმიტების განსაზღვრას შეეხებოდა. აღინიშნა, რომ ამჯერად ლიმიტების საერთო ზრდა არ იგეგმება და მხოლოდ სტრუქტურულ ერთეულებსა და თანამდებობებს შორის შიდა გადანაწილება განხორციელდება. დღის წესრიგით გათვალისწინებული მესამე საკითხი კი საკრებულოს წევრების მიერ ამომრჩევლების წინაშე ანგარიშის წარდგენის შესაბამისი ფორმის დამტკიცებას შეეხებოდა. თემასთან დაკავშირებით ჩვენი თანამშრომლების მიერ მომზადებულ ვრცელ რეპორტაჟს გთავაზობთ:

www.24news.ge

სხვა სიახლეები