Haqqımızda Reklam
27 
Okt
2026
15:58
1
0
97

მარნეულში 10 მასწავლებელს თითოეულს 2 500 ლარი გადაეცემა

დღეს, 27 ოქტომბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილების პროექტს, რომელიც ეროვნული მასწავლებლის ჯილდოზე წარდგენილი ადგილობრივი პედაგოგების დაჯილდოებას ითვალისწინებს. 24News.ge-ის ინფორმაციით, საკითხი განსახილველად მარნეულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა, მამუკა შუბითიძემ წარადგინა. მან აღნიშნა, რომ ინიციატივა მარნეულის მერს, დაურ ისმაილოვს ეკუთვნის. საკრებულოს დეპუტატებმა საკითხთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს და შესაბამისი განკარგულება დაამტკიცეს. გადაწყვეტილების თანახმად, ეროვნული მასწავლებლის ჯილდოზე წარდგენილ თითოეულ პედაგოგს 2 500 ლარი გადაეცემა. მარნეულის მუნიციპალიტეტიდან ეროვნული მასწავლებლის ჯილდოზე წარდგენილი პედაგოგები არიან: შორენა ხუხუა – ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. ელნარა ამირასლანოვა – ქალაქ მარნეულის N3 და N6 საჯარო სკოლების სპეციალური მასწავლებელი. ჯულიეტა ქვარაია – ქალაქ მარნეულის N1 და იმირის საჯარო სკოლების, როგორც მეორე ენის, ქართული ენის მასწავლებელი. ხალიდა გახრამანოვა – დიდი ბეგლარისა და ყიზილაჯილოს N2 საჯარო სკოლების სპეციალური მასწავლებელი. ნონა დევაძე – ქალაქ მარნეულის N3 და N5 საჯარო სკოლების ქართული ენის, როგორც მეორე ენის, და მოქალაქეობის მასწავლებელი. ნოვრესტა მუსტაფაევა – ულაშლოს საჯარო სკოლის, როგორც მეორე ენის, ქართული ენის მასწავლებელი. კონულ მუსაევა – კიროვკის საჯარო სკოლის აზერბაიჯანული ენის მასწავლებელი. კიფაიათ ჯაფარლი – ქალაქ მარნეულის N1 საჯარო სკოლის, როგორც მეორე ენის, ქართული ენის მასწავლებელი. ხიალა მუსტაფაევა – ქალაქ მარნეულის N8 და თაზაქენდის N1 საჯარო სკოლების სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი. სევილ გარიბოვა – მარნეულის მუნიციპალიტეტის აღმამედლოს საჯარო სკოლის, როგორც მეორე ენის, ქართული ენის მასწავლებელი.

www.24news.ge

სხვა სიახლეები