Haqqımızda Reklam
17 
Sen
2026
16:50
1
0
141

ლაშა მაღრაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ლაშა მაღრაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. 24News.ge იუწყება, რომ იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, იურისტი მაღრაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი და კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა დაამთავრა. მონაცემების თანახმად, მაღრაძე სხვადასხვა პერიოდში როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა. მას სისხლის სამართლის მართლმსაჯულების, აღსრულების სისტემის, სასამართლო სისტემის, მოსამართლეთა სწავლების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების სფეროებში 20-წლიანი გამოცდილება აქვს. ის მართლმსაჯულების სექტორში ინსტიტუციური და პროგრამული რეფორმების განხორციელების მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობდა. ლაშა მაღრაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

www.24news.ge

სხვა სიახლეები