ჩვენს შესახებ რეკლამა
14 
Sen
2026
16:56
1
0
171

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა

ყოფილ ვიცე-პრემიერსა და რეგიონული განვითარების მინისტრ მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. 24News.ge იუწყება, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო. მთავრობის შესაბამის განკარგულებას ხელი 8 სექტემბერს მოეწერა, თუმცა დოკუმენტი მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა. განკარგულების თანახმად, მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა 2027 წლის 1 აგვისტომდე, დაცვის გამოყენებისთვის არსებული საფუძვლების აღმოფხვრამდე, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფილი ექნება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დაცვის ღონისძიებების განხორციელებას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უზრუნველყოფს. საქართველოს „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონის თანახმად, თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ, თუ არსებობს საკმარისი ინფორმაცია მისი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის არსებობის შესახებ ან შესაბამისი უწყებიდან მიღებულია შესაბამისი ინფორმაცია, მთავრობის გადაწყვეტილებით მას შეიძლება დაენიშნოს პირადი დაცვა ან შეუნარჩუნდეს არსებული დაცვა. აღსანიშნავია, რომ მამუკა მდინარაძე ბოლოს ვიცე-პრემიერისა და რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობებს იკავებდა. მან 27 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებდა და პოლიტიკიდან მიდიოდა.

www.24news.ge

სხვა სიახლეები