Haqqımızda Reklam
08 
Sen
2026
11:13
1
0
74

სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე სიჩქარის ლიმიტი საათში 30 კილომეტრით განისაზღვრება

სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე საგზაო მოძრაობის წესების გამკაცრება იგეგმება. სპეციალურად მონიშნულ სასკოლო ზონებში ავტომობილების საათში 30 კილომეტრზე მეტი სიჩქარით გადაადგილების აკრძალვა იგეგმება. 24News.ge-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს 2026–2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიასა და 2026–2027 წლების სამოქმედო გეგმაში. დოკუმენტის თანახმად, იგეგმება კანონმდებლობაში „სასკოლო ზონის“ ცნების განსაზღვრა, ამ ტერიტორიებზე მაქსიმალური სიჩქარის ლიმიტის საათში 30 კმ/სთ-ით განსაზღვრა და ამჟამად მოქმედი 15 კმ/სთ-იანი სიჩქარის ტოლერანტობის სასკოლო ზონებში გადახედვა. სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ ეს ცვლილებები ხელს შეუწყობს სასკოლო ტერიტორიებზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების საშუალო სიჩქარის შემცირებას და არასრულწლოვანთა უსაფრთხოების მნიშვნელოვნად გაზრდას. მანამდე ყველა საჯარო სკოლის მიმდებარედ არსებული ინფრასტრუქტურის შესაბამისობა შეფასდება საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებთან. გარდა ამისა, სასკოლო ზონებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე ქვეითთა უსაფრთხოების გაზრდის მიზნით კომპლექსური ინფრასტრუქტურული ღონისძიებების განხორციელება იგეგმება.

www.24news.ge

სხვა სიახლეები