Haqqımızda Reklam
21 
Iyl
2026
11:27
0
0
62

ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით სინგაპურში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით სინგაპურში გაემგზავრა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური სინგაპურის პრეზიდენტ თარმან შანმუგარატნამს, პრემიერ-მინისტრ ლოურენს ვონგს და სინგაპურის პარლამენტის სპიკერ სია კიან პენგს შეხვდება. ასევე დაგეგმილია ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიებთან შეხვედრა, რომლის მთავარი თემა იქნება საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები. პრემიერ-მინისტრი სინგაპურში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

www.24news.ge

სხვა სიახლეები