Haqqımızda Reklam
21 
Iyl
2026
10:00
0
0
52

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ირანთან ომში თითქმის 100 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა

პენტაგონის ცნობით, ახლო აღმოსავლეთში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ირანთან ომში თითქმის 100 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. პენტაგონის პრესსპიკერმა, შონ პარნელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სამხედრო მოსამსახურეებს სხვადასხვა ხარისხის დაზიანება აქვთ მიღებული, თუმცა მათი უმრავლესობა თავს კარგად გრძნობს და სამსახურში დაბრუნდა. „მიუხედავად იმისა, რომ 2026 წლის 7 ივლისიდან თითქმის 100-მა სამხედრო მოსამსახურემ გარკვეული ხარისხის დაზიანება მიიღო, მათი 96% სამსახურში დაბრუნდა. მათ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, ბრძოლაში დაბრუნდნენ. მიღებული დაზიანებების დიდი უმრავლესობა მცირე ტვინის შერყევა იყო“, – განაცხადა მან. ამერიკულ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ირანთან ომში ასობით ამერიკელი სამხედრო დაშავდა. „ნიუ იორკ თაიმსის“ რეპორტაჟის მიხედვით, პენტაგონმა ირანთან ომის დროს ათობით ამერიკელი სამხედროს დაშავების შესახებ ინფორმაცია დამალა. CNN-ის ცნობით კი, აშშ-ის სამხედროების დაშავების შესახებ ინფორმაციას დაგვიანებით ავრცელებენ.

www.24news.ge

სხვა სიახლეები