Haqqımızda Reklam
21 
Iyl
2026
09:35
0
0
89

ძლიერმა წვიმამ თბილისში პრობლემები შექმნა

ღამის საათებში მოსულმა ძლიერმა წვიმამ თბილისის რამდენიმე რაიონში პრობლემები შექმნა. 24News.ge იუწყება, რომ ძლიერი წვიმის შედეგად დიღმის მასივისა და დიდი დიღმის ტერიტორიებზე ქუჩები დაიტბორა, ხოლო ვაზისუბანში წყალმა საცხოვრებელი კორპუსების სარდაფები დატბორა. დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში გზების დატბორვამ ავტომობილების გადაადგილება გაართულა. გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ინტენსიურმა ნალექმა შესაძლოა მცირე მდინარეებზე უეცარი წყალმოვარდნები, ხოლო მთიან და მთისწინა ზონებში მეწყრული პროცესები და ღვარცოფები გამოიწვიოს. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოცხადებულია საშუალო საფრთხის დონე.

www.24news.ge

სხვა სიახლეები