Haqqımızda Reklam
03 
Sen
2026
16:23
1
0
57

ლუქსემბურგიდან საქართველოს 26 კერძო საჰაერო ხომალდის ავიაექსპედიცია ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და ლუქსემბურგში საქართველოს საპატიო კონსულის ორგანიზებით, ლუქსემბურგიდან 26 კერძო საჰაერო ხომალდისგან შედგენილი ჯგუფის ავიაექსპედიცია იმართება. 24News.ge-ის ინფორმაციით, ექსპედიციის მონაწილეები საქართველოში 2-დან 8 სექტემბრამდე დარჩებიან, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს ეწვევიან და საავიაციო სოფლის გახსნის ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. ავიაექსპედიციის მთავარი მიზანია საქართველოს ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია, აგრეთვე საქართველოსა და ევროპის კერძო ავიაციის სფეროს წარმომადგენლებს შორის კავშირების გაღრმავება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან.

www.24news.ge

სხვა სიახლეები