Haqqımızda Reklam
02 
Sen
2026
11:50
1
0
146

სახალხო დამცველი დღეს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. 24News.ge-ს ცნობით, სახალხო დამცველი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლას დღეს გეგმავს. ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ლევან იოსელიანი მედიასთან კომენტარს გააკეთებს. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა რამდენიმე დღის წინ სახალხო დამცველს მოუწოდა, ირაკლი ღარიბაშვილთან შესულიყო. ადვოკატის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის უფლებები ირღვევა და ეს სახალხო დამცველმა უნდა შეამოწმოს. „26 აგვისტოს ხანგრძლივი პაემანი იყო ჩანიშნული. მას სამი თვის განმავლობაში უნახავი შვილები უნდა ეხილა და ეს პაემანი გაუქმდა. ჩანიშნული პაემნის გაუქმება როგორ არის სიცრუე, ამის შემოწმება რთული არ არის“, - განაცხადა ადვოკატმა.

www.24news.ge

სხვა სიახლეები