Haqqımızda Reklam
28 
Iyl
2026
08:50
0
0
87

ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმერ პუტინს ესაუბრა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ესაუბრა, - ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებში წამოჭრილი პრობლემების შესახებ ისაუბრეს. „პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის ბაზარზე სომხური საქონლის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები ეწინააღმდეგება სომხეთ-რუსეთის სამართლებრივ ჩარჩოსა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის რეგულაციებს და ამ პრობლემების მოსაგვარებელი ზომების მიღება მოითხოვა“, - წერს სომხური მედია. ასევე, მედიის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ მიმდინარე წლის მაისში მიღებულ ერთობლივ განცხადებას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე სომხეთში რეფერენდუმის ჩატარებას ეხება. „პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეფერენდუმის ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ განაცხადს წარადგენს“, - წერს მედია.

www.24news.ge

სხვა სიახლეები