Haqqımızda Reklam
27 
Iyl
2026
12:00
0
0
60

ივნისში, სებ-მა Bmatch პლატფორმით $612 მილიონი შეისყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის ივნისში Bmatch პლატფორმით განხორციელებული შესყიდვების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. სტატისტიკის თანახმად, გასული თვის შესყიდვები 612.6 მილიონ დოლარს შეადგენდა. ჯამურად კი 2026 წლის იანვარ-ივნისში შესყიდვები 2.08 მილიარდი დოლარი იყო. 2026 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება: იანვარი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 86.6 მლნ აშშ დოლარი თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 429.3 მლნ აშშ დოლარი მარტი - Bmatch-ით წმინდა გაყიდვა 16.2 მლნ აშშ დოლარი აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 333.3 მლნ აშშ დოლარი მაისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 632.9 მლნ აშშ დოლარი ივნისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 612.6 მლნ აშშ დოლარი. რაც შეეხება უშუალოდ სავალუტო რეზერვების მოცულობას, ის გასულ თვეში 116 მილიონი დოლარით გაიზარდა და 7.12 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთან, 2026 წლის ივნისში სებ-მა მთლიანი საერთაშორისო რეზერვებისთვის დამატებით 100 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა. შედეგად, 2026 წლის ივნისის მდგომარეობით, ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო რეზერვებში 14.2%-ს შეადგენს.

www.24news.ge

სხვა სიახლეები