Haqqımızda Reklam
27 
Iyl
2026
10:17
1
0
101

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანადარში 31 წლის ახალგაზრდა იარაღით სახის არეში დაჭრეს - VIDEO

გუშინ, ღამის საათებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. დაზარალებულის დედის, სახილა გარაევას, 24News-ისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მისი 31 წლის ვაჟი რაჰიბ აბდულაევი ღამის საათებში, საცხოვრებელი სახლის წინ, უბანში ჯდომისას, იმ პირის მხრიდან გახდა თავდასხმის მსხვერპლი, რომელთანაც მას წარსულშიც ჰქონდა კონფლიქტი. მამაკაცი შემთხვევის ადგილზე მივიდა და მას პნევმატური იარაღიდან სახის არეში ესროლა. შემთხვევის ჩამდენმა პირმა მოგვიანებით ტერიტორია დატოვა და მიიმალა. სახისა და თავის არეში მიღებული დაზიანებებით რაჰიბ აბდულაევი შემთხვევის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, როგორც 24News.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

www.24news.ge

სხვა სიახლეები