Haqqımızda Reklam
27 
Iyl
2026
11:33
0
0
59

საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შუახევის სამუფთოს ოფისი გაიხსნა

საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ორგანიზებითა და მორწმუნეთა მხარდაჭერით სრულად აღდგენილი შუახევის სამუფთოს ოფისი გაიხსნა. 24News.ge-ის ინფორმაციით, ​ღონისძიებას ესწრებოდნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ბატონი ზურაბ პატარაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი ანზორ ბოლქვაძე, მაღალმთიანი აჭარის დელეგატები აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძე და მინურ პაქსაძე, აჭარის საავტომობილი გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ბატონი ზაზა შავაძე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს რეგიონული კოორდინატორი ბატონი აბესალომ ასლანიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ბატონი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი იაგო დავითაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საელჩოს რელიგიის მრჩეველი ბატონი მახმუდ გოლი, მუსლიმური ორგანიზაციების წარმომადგენლები, მუფთები, იმამები, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ადმინისტრაცია, თეოლოგები და ადგილობრივი მრევლი. ღონისძიების მონაწილეებმა თავიანთ გამოსვლებში ხაზი გაუსვეს ამ მნიშვნელოვანი რელიგიური და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე პროექტის განხორციელების მნიშვნელობას მუსლიმური თემისთვის. საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ მადლობა გადაუხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც გახსნის ცერემონიას დაესწრო, ასევე ყველას, ვინც რაიმე ფორმით მხარდაჭერა გაუწია ამ კეთილი საქმის განხორციელებას.

www.24news.ge

სხვა სიახლეები