Haqqımızda Reklam
16 
Iyl
2025
09:39
0
0
156

ბახტიარ ვაჰაბზადეს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი წიგნი ქართულ ენაზე გამოიცა

აზერბაიჯანის სახალხო პოეტის, ბახტიარ ვაჰაბზადეს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი წიგნი ქართულ ენაზე გამოიცა. 24News.ge იუწყება, რომ წიგნის ავტორი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი აიდა მირზაევაა. წიგნი მომზადდა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის კულტურული კავშირების შემდგომი განმტკიცებისა და დიდი პოეტის პოეზიაში ეროვნული სულისკვეთების ქართველი მკითხველისთვის გაცნობის მიზნით. მონოგრაფია გამოქვეყნდა გამომცემლობა „უნივერსალის“ მიერ თბილისში და შედგება 191 გვერდისგან. სამეცნიერო რედაქტორია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალმაზ ალიქიზი, რეცენზენტებად: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვაგიფ სულთანლი და ფილოსოფიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ირადა რაჰმანოვა. მონოგრაფია წარმოადგენს ბახტიარ ვაჰაბზადეს პოეზიაში არსებული დამოუკიდებლობის, ეროვნული სულისკვეთების, პატრიოტიზმისა და თავისუფლების იდეების პოეტურ და ფილოსოფიურ ანალიზს.

www.24news.ge

სხვა სიახლეები