Haqqımızda Reklam
25 
Iyl
2026
09:17
0
0
67

საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო მეტროსა და რკინიგზის მუშაობა შეფერხდა

საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო შეფერხებულია თბილისის მეტროს მუშაობა. ასევე გაჩერებულია საქართველოს რკინიგზა. შეგახსენებთ, დღეს დაახლოებით დილის რვა საათიდან საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა დაფიქსირდა. ამ დროისთვის ოფიციალური განმარტება არ გავრცელებულა. მსგავსი ფაქტი მოხდა 24 ივლისსაც, დაახლოებით 00:10 საათზე, ქვეყნის ენერგოსისტემაში განვითარებულმა "სასისტემო ავარიულმა" გათიშვამ ელექტროენერგიისა და სატელეკომუნიკაციო ქსელების შეფერხება გამოიწვია. შედეგად, თბილისსა და საქართველოს უმეტეს რეგიონში დროებით შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. ამ დროისთვის გათიშვის ოფიციალური მიზეზი არ დასახელებულა. სემეკმა 24 ივლისს საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო.

www.24news.ge

სხვა სიახლეები