Haqqımızda Reklam
23 
Sen
2026
12:00
1
0
44

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი მოსამართლე დანიშნა

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გოგა კიკილაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა. ამის შესახებ 24News.ge-ის საინფორმაციო პორტალს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს. აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 60-ე მუხლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო შედგება 10 წლის ვადით დანიშნული 9 მოსამართლისგან. მათგან 3 მოსამართლეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, 3 მოსამართლეს ირჩევს პარლამენტი სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის ხმათა უმრავლესობით, ხოლო დანარჩენ 3 მოსამართლეს ნიშნავს უზენაესი სასამართლო. აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი კვერენჩხილაძისთვის მიცემული უფლებამოსილების ვადა 2 ოქტომბერს იწურება.

www.24news.ge

სხვა სიახლეები