Haqqımızda Reklam
23 
Sen
2026
11:10
1
0
38

პროტესტმა შედეგი გამოიღო – ყვარელში ყურძნის ფასი გაიზარდა, ფერმერებმა მოსავლის ჩაბარება დაიწყეს

ყურძნის შესყიდვის ფასის გაზრდის შემდეგ, ყვარლის რაიონში მევენახეებმა პროდუქციის ღვინის ქარხნებში ჩაბარება დაიწყეს. 24News.ge იუწყება, რომ მევენახეთა ორდღიანი პროტესტის შემდეგ, მთავრობამ ყურძნის ხარისხის მაჩვენებელთან და შესყიდვის ფასებთან დაკავშირებით ცვლილება შეიტანა. ახალი გადაწყვეტილების თანახმად, ყურძნის მინიმალური ხარისხის მაჩვენებელი 17 პროცენტიდან 16 პროცენტამდე შემცირდა, ხოლო დაბალი კონდიციის ყურძნის ფასი 30 თეთრიდან 50 თეთრამდე გაიზარდა. ახალი ფასები ასე განისაზღვრა: მაღალი კონდიციის საპერავი – 20 გრადუსზე ზემოთ 1,50 ლარი; მაღალი კონდიციის რქაწითელი და სხვა ყურძნის ჯიშები – 19 გრადუსზე ზემოთ 1,30 ლარი; დაბალი კონდიციის საპერავი – 16–20 გრადუსს შორის 1 ლარი; დაბალი კონდიციის რქაწითელი და სხვა ყურძნის ჯიშები – 16–19 გრადუსს შორის 90 თეთრი. ცნობისთვის, მევენახეებმა ყვარელსა და გურჯაანში, ღვინის საწარმოებთან ორი დღის განმავლობაში აქცია გამართეს და პროდუქციის შესყიდვის ფასს აპროტესტებდნენ. პროტესტის დროს ფერმერებმა მოკრეფილი ყურძნის საწარმოებისთვის ჩაბარებაზე უარი თქვეს.

www.24news.ge

სხვა სიახლეები