Haqqımızda Reklam
28 
Iyl
2026
11:00
0
0
63

სოფელ ჯანდარში მომხდარ ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

26 ივლისს, გვიან ღამით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში მომხდარ ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას 24News-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. დაზარალებულის ახლობლების მიერ 24News-ისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი, დაახლოებით 18 წლის პირი, რაჰიბ აბდულაევის ახლო ნათესავია. შეგახსენებთ, რომ შემთხვევის დროს პირისა და თავის არეში დაზიანებები მიღებულ რაჰიბ აბდულაევს უკვე ორი დღეა საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

www.24news.ge

სხვა სიახლეები