Haqqımızda Reklam
06 
Iyl
2026
11:19
0
0
105

ტრაგედია თბილისში – საცხოვრებელ ბინაში გაჩენილ ხანძარს ქალი ემსხვერპლა

თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში, მრავალსართულიანი კორპუსის მეათე სართულზე გაჩენილ ძლიერ ხანძარს ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის დროს საცხოვრებელ ბინაში და-ძმა იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა შენობიდან გამოსვლა მოახერხა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილებისუუნარო დის გადარჩენა ვეღარ შეძლო. დაღუპულის ძმა ტელეკომპანია „პირველებთან“ საუბრისას იხსენებს, რომ და ბინიდან გამოსვლაზე თავადვე ამბობდა უარს: „მაგარი ხანძარი იყო, ორნი ვიყავით, ვეუბნებოდი ‘გამოდი, გამოდი!’ არ გამოვიდა. შიშით, ბოლი არ მოვიდეს, მეზობელმა რამე არ დაიწყოს პანიკა. არ გამოვიდა, კარი შიგნიდან დაკეტა, დამანებე თავიო“. ძლიერმა დაკვამლიანებამ კორპუსის სხვა მცხოვრებლებს სუნთქვის პრობლემები შეუქმნა, რის გამოც მაშველებმა მეზობლების ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებიც ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ადგენენ.

www.24news.ge

სხვა სიახლეები