Haqqımızda Reklam
22 
Iyn
2026
13:37
0
0
58

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ 8 პირს 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 8 პირს: ზურაბ ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, სულხან ტუღუშს და რამაზ მამულაძეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა. ცნობისთვის, აღნიშნულ პირებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-225-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. გარდა ამისა, მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც ჰქონდათ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. 19 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 4 ოქტომბრის მოვლენების ფარგლებში ბრალდებულ 7 პირს, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, ზაქრო ალბუთაშვილს, კახაბერ მჟავანაძეს, დავით სტურუას და ია დარახველიძეს 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მათ ბრალი არ აღიარეს და საპროცესო შეთანხმება არ გააფორმეს.

www.24news.ge

სხვა სიახლეები