Haqqımızda Reklam
22 
Iyn
2026
11:36
0
0
53

მარნეული–სადახლოს მიმართულებაზე უსაფრთხოებისთვის 25 კამერა განთავსდება

„მარნეული–სადახლო“ საავტომობილო გზის მონაკვეთზე 25 ერთეული ვიდეოსამეთვალყურეო კამერის დამონტაჟება იგეგმება. შესაბამისი აღჭურვილობის შესაძენად მუნიციპალიტეტმა შესყიდვის პროცესი დაიწყო, რომლის სავარაუდო ღირებულება 10 593 ლარს შეადგენს. “დამზადებულ უნდა იქნეს 1,5 მმ სისქის გალვანიზირებული ფოლადის, მაღალი ინტენსივობის შუქამრეკლი პრიზმული ფირით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს EN-12899-1 (RA2 ან R2 კლასის) ან/და ASTM D4956 (IV ტიპის) სტანდარტს.” - წერია სატენდერო დოკუმენტაციაში. ტენდერში მონაწილეობა მსურველ კომპანიებს 24-26 ივნისის პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვეული ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში შეასრულოს. წყარო: რადიო მარნეული

www.24news.ge

სხვა სიახლეები