Haqqımızda Reklam
12 
Iyn
2026
12:46
0
0
67

ირანის საგარეო უწყება - ირანს აშშ-სთან შეთანხმებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ესმაილ ბაღაის განცხადებით, შეერთებულ შტატებთან საბოლოო შეთანხმების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ სპეკულაციაა და თეირანს შეთანხმებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, - ინფორმაციას CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, კატარი და პაკისტანი აქტიურები არიან, როგორც შუამავლები, მაგრამ აშშ-ის ქმედებები გავლენას ახდენს დიპლომატიურ პროცესზე. „თავიდანვე ჩვენთვის მოლაპარაკებების სტატუსი ნათელი იყო და ტექსტის დიდი ნაწილი უკვე დასრულებული იყო. თუმცა, ამერიკელები პოზიციებს ცვლიდნენ“, - განაცხადა ბაღაიმ. მისი თქმით, ირანმა „დაამტკიცა, რომ არ მიდის კომპრომისზე იმ საკითხებზე, რაც წითელ ხაზებად განსაზღვრა“. „ირანს, ჯერჯერობით, არანაირ შეთანხმებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია“, - აღნიშნა ბაღაიმ.

www.24news.ge

სხვა სიახლეები