Haqqımızda Reklam
24 
Dek
2025
10:39
0
0
198

ცხმორისში ისტორიული მეჩეთი დაიწვა

22 დეკემბერს, გვიან ღამით, ქედაში, სოფელ ცხმორისში, ისტორიული მეჩეთი დაიწვა. დამწვარი მეჩეთის ფოტოები სამუფთოს ინტერნეტტელევიზიამ გაავრცელა. მათივე ცნობით, დასავლეთ საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე დღეს, 23 დეკემბერს, სოფელ ცხმორისში იმყოფებოდა და მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მეჩეთს უახლოეს პერიოდში აღადგენენ. ცხმორისის მინარეთიან მეჩეთს აჭარის უძრავი ძეგლის სტატუსი ჰქონდა. მისი პირველი სართული თლილი ქვით იყო ნაშენი, მეორე სართული კი – ხით. ისტორიული წყაროების მიხედვით, ცხმორისის მეჩეთი 1892-1893 წლებში უნდა იყოს აშენებული. საბჭოთა პერიოდში სალოცავი დაკეტილი და უფუნქციო იყო. ცხმორისის მეჩეთს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2006 წელს მიენიჭა.

www.24news.ge

სხვა სიახლეები