Haqqımızda Reklam
29 
Iyl
2026
11:01
0
0
94

ერაყი თურქეთს დღეში 1 მილიონ ბარელ ნავთობს მიჰყიდის

თურქეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია (TPAO) ჩრდილოეთ ერაყში კირკუკის საბადოების განვითარებაში მიიღებს მონაწილეობას. 24News.ge-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ერაყის პრემიერ-მინისტრ ალი აზ-ზეიდისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამასობაში, ერაყის პრემიერ-მინისტრმა ალი ალ-ზაიდიმ აღნიშნა, რომ ერაყს შეუძლია თურქეთისთვის დღეში 1 მილიონი ბარელი ნავთობის მიყიდვა. თავის მხრივ, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები გაიმართება. გარდა ამისა, თურქეთი ბუნებრივი რესურსების სანაცვლოდ ერაყის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის რენოვაციაში მიიღებს მონაწილეობას. გარდა ამისა, ორ ქვეყანას შორის კიდევ ოთხი შეთანხმება გაფორმდა, რომლებიც განათლების, სპორტისა და მრეწველობის სფეროებში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

www.24news.ge

სხვა სიახლეები