Haqqımızda Reklam
16 
Iyl
2025
11:17
0
0
158

დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინისთვის განკუთვნილი Patriot-ის სისტემის რაკეტები უკვე გზაშია

დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინისთვის განკუთვნილი Patriot-ის სისტემის რაკეტები უკვე გზაშია. „ისინი [რაკეტები] უკვე იგზავნება. ისინი გერმანიიდან მიდის, შემდეგ კი გერმანია მათ ანაცვლებს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. მისი თქმით, Patriot-ის სისტემის რაკეტების სანაცვლოდ „აშშ თანხას სრულად მიიღებს“. „ჩვენ ნატო სრულად გადაგვიხდის. ზოგიერთ შემთხვევაში კი, თანხას ევროკავშირის ქვეყნები პირდაპირ გადაგვიხდიან. ჩვენს ფულს სრულად ვიბრუნებთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. ამასთან, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინისთვის რაკეტების გაგზავნის შესახებ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან საუბარი არ ჰქონია.

www.24news.ge

სხვა სიახლეები