Haqqımızda Reklam
21 
Sen
2019
18:18
0
0
167

ირანი მის წინააღმდეგ წასული ნებისმიერი სახელმწიფოს განადგურებით იმუქრება

ირანი მზად არის გაანადგუროს ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც მის ტერიტორიას თავს დაესხმება, - წერს BBC ოფიციალურ თეირანზე დაყრდნობით. კერძოდ, „ირანის რევოლუციის დარაჯთა“ ხელმძღვანელმა ჰოსეინ სალამიმ აშშ-ი გააფრთხილა, რომ „შეცდომები არ დაუშვას“. ეს კომენტარი ოფიციალური თეირანის წარმომადგენლის მიერ მას შემდეგ გაჟღერდა, რაც ცნობილი გახდა, რომ აშშ-ი ნავთობტერმინალზე თავდასხმისგან გამოწვეული შედეგების გამო საუდის არაბეთში ჯარს გააგზავნის. ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით 14 სექტემბერის შემდეგ გამწვავდა, როცა საუდის არაბეთში ორ ნავთობტერმინალზე თავდასხმა განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს, აშშ-ი, საუდის არაბეთთან ერთად, ირანს ადანაშაულებს. თეირანი ბრალდებას უარყოფს, მაგრამ ვაშინგტონმა ირანს 20 სექტემბერს ახალი სანქციები მაინც დაუწესა. წყარო: imedi.ge

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები