Haqqımızda Reklam
21 
Sen
2019
16:04
1
0
134

თბილისსა და რუსთავში ძლიერმა ქარმა რამდენიმე ხე წააქცია

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ხეების წაქცევის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. ასევე, ქალაქ რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ძლიერი ქარის შედეგად წაქცეულმა ხემ ელექტროსადენები დააზიანა და მოძრაობა შეაფერხა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ძლიერი ქარის გამო შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით, თბილისის მასშტაბით, საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში 25 შეტყობინება შევიდა. ქალაქ რუსთავში კი, მერიის ცხელ ხაზზე უკვე 12 შეტყობინებაა შესული, აქედან 10 ხის წაქცევაზე და ორი ელექტროსადენის დაზიანებაზე.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები