Haqqımızda Reklam
21 
Sen
2019
14:03
1
0
554

საქართველოში აზერბაიჯანულენოვანი უნივერსიტეტის გახსნისთვის ხელმოწერები შეიკრიბა

მარნეულში მდებარე „საქართველოს აზერბაიჯანელთა საინტეგრაციო ცენტრი“-ს აღმასრულებელი დირექტორი აიგულ ისაევამ, რამდენიმე დღეა დაწყებული აქვს ხელმოწერების შეკროვება, საქართველოში აზერბაიჯანულ ენოვანი უნივერსიტეტის დაფუძნების მიზნით. 24News.ge-სთან ინტერვიუში აიგულ ისაევამ აღნიშნა, რომ ხელმოწერები გროვდება საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილხამ ალივისთვის გადასაცემად. ა. ისაევა აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანულ ენოვანი უნივერსიტეტის დაფუძნების საჭიროება გამომდინარეობს ბოლო წლებში აზერბაიჯანულ ენოვანი სკოლების დახურვიდან და ასევა სკოლებში საკადრო პრობლემის აღმოფხვრის მიზნით: „იცით, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაშიში არ არსებობს არც უნივერსიტეტი და არც ფაქულტეტი, რომელიც მოამზადებდა აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებს. დღევანდელი პრობლემა არ არის დამოკიდებული მარტო აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების ნაკლებობასთან. განვიცდით სხვა სპეციალობის, მატემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ისტორიისა და სხვა სპეციალისთთა ნაკლებობასაც. ქართულად მიღებული უმაღლესი განათლება კი სირთულეებს უქმნის ახალგაზრდებს აზერბაიჯანულად ასწავლონ ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა, ისტორია და ა.შ. ასე რომ ზოგიერთ ტერმინთა მშობლიურ ენაზე ახსნა სირთულეებს წარმოშობს, ქართული განათლება მიღებულთათვის კი ეს ორმაგად რთულია“. - აღნიშნას ა. ისაევა. ა. ისაევა იმასაც აღნიშნავს, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად შემოთავაზებულ ვარიანტებიდან ერთ-ერთი არის სტუდენტების განათლების მისაღებად ბაქოში ან გაზახის რეგიონში სასწავლებლად გაშვებაა, ეს კი არ მოგვცემს კარგ შედეგს. „აზერბაიჯანულ ენოვან უნივერსიტეტში სწავლისას სტუდენტებმა არჩეული პროფესიის მიუხედავად, ყველა 1-ლი კურსიდან უნივერსიტეტის დამთავრებამდე უმაღლეს დონეზე შეისწავლის ქართულ ენას. ზოგიერთი პირები პრობლემის აღმოსაფხვრელად სტუდენტების განათლების მისაღებად ბაქოში ან გაზახის რეგიონში სასწავლებლად გაშვებას გვთავაზობენ. მე ამას არ ვემხრობი, რადგან 4 წელი საქართველოს გარეთ მიიღებს განათლებას და არ შეისწავლის ქართულს, ასევე დაავიწყდება ისიც, რაც მანამდე იცოდა. ამიტომაც ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი არის საქართველოში აზერბაიჯანულ ენოვანი უნივერსიტეტის დაფუძნება. ვფიქრობ, რომ საქართველოში აზერბაიჯანულ ენოვანი უნივერსიტეტის დაფუძნება მოაგვარებს არა მარტო საქართველოს აზერბაიჯანლების განათლების პრობლემას, ასევე აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხთა შორის მეგობრობის გაძლიერებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“, - აღნიშნა ა. ისაევამ.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები