Haqqımızda Reklam
21 
Sen
2019
13:53
0
0
195

იაპონიაში ქარიშხალ „ტაპას“ შედეგად 13 ადამიანი დაშავდა

იაპონიაში ქარიშხალ „ტაპას“ შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. ბოლო 3 დღის განმავლობაში იაპონიის სამხრეთ ნაწილში, ოკინავას პრეფექტურაში ქარიშხალი „ტაპა“ მძვინვარებს. სინოპტიკოსების განცხადებით, ქარიშხლის სიჩქარე 180 კმ.სთ-ს აღემატება. ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად პრეფექტურის გარკვეული ნაწილი დაიტბორა და საავტომობილო გადაადგილება შეფერხდა. სტიქიის გამო 283 მიმართულებით ავიარეისები გაუქმდა. 33 000-ზე მეტ სახლს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიწოდება.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები