Haqqımızda Reklam
19 
Iyn
2025
10:58
0
0
138

ნიკოლ ფაშინიანი 20 ივნისს თურქეთს ეწვევა

თურქეთი სომხეთის პრემიერ-მინისტრის დაგეგმილ ვიზიტს ადასტურებს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ფაჰრეტინ ალთუნი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. “სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ჩვენს ქვეყანას სამუშაო ვიზიტით 2025 წლის 20 ივნისს ეწვევა. ჩვენი პრეზიდენტი, ბატონი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბატონ ფაშინიანს სტამბოლში მიიღებს”, - წერს ალთუნი. ცნობისთვის, მანამდე ცნობილი გახდა, რომ თურქეთს 19 ივნისს აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ეწვევა.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები