Haqqımızda Reklam
22 
May
2025
15:02
0
0
145

CNN - ვაშინგტონში, ებრაულ მუზეუმთან, ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს

ვაშინგტონში, ებრაული მუზეუმის მახლობლად, ღამით ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს, - ინფორმაციას CNN-ი შიდა უსაფრთხოების მდივან კრისტი ნოემზე დაყრდნობით ავრცელებს. ნოემის თქმით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. „ვაშინგტონში, ებრაული მუზეუმის მახლობლად, ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს. აქტიურად ვაწარმოებთ გამოძიებას და ვმუშაობთ მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად“, - აღნიშნა ნოემმა. აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა პემ ბონდიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნულია, რომ ის და ვაშინგტონის პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი, ჯანინ პირო შემთხვევის ადგილზე ჩავიდნენ.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები