Haqqımızda Reklam
25 
Apr
2025
17:45
1
0
135

სტივ უიტკოფისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მიმდინარეობს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ხვდება. ინფორმაციას კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვიც ადასტურებს. მოსკოვში მიმდინარე მოლაპარაკებას ასევე ესწრებიან რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დიმიტრიევი. ვლადიმერ პუტინსა და სტივ უიტკოფს შორის ბოლო შეხვედრა 11 აპრილს სანკტ-პეტერბურგში გაიმართა და ოთხ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები