Haqqımızda Reklam
17 
Sen
2019
12:27
1
0
175

ერდოღანი: ანკარა სამი მილიონი სირიელი ლტოლვილის სამშობლოში დაბრუნებას აპირებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ანკარა სამი მილიონი სირიელი ლტოლვილის სამშობლოში დაბრუნებას აპირებს. მისი თქმით, ლტოლვილებს სირიის ჩრდილოეთ რეგიონებში მოწყობილ ე.წ. უსაფრთხო ზონაში დააბრუნებენ. ბუფერული ზონაში უსაფრთხოებას აშშ და თურქეთი ერთობლივად იცავენ. თურქეთის პრეზიდენტის ინიციატივაზე სირიელ ქურთ მებრძოლებს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ. შეგახსენებთ, რომ სექტემბრის დასაწყისში თურქეთის პრეზიდენტი დაიმუქრა, რომ თუ სირიელი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნებაში, თურქეთს საერთაშორისო თანამეგობრობა არ დაეხმარება, მაშინ „თურქეთი სირიელებს ევროპაში მიმავალ გზას გაუხსნის“. თურქეთში ამჟამად 3,5 მილიონზე მეტი სირიელი ლტოლვილი იმყოფება.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები