Haqqımızda Reklam
29 
Mar
2024
12:15
0
0
58

საქართველოსა და სომხეთის საპარლამენტო კომიტეტებმა ერთობლივად განიხილეს თანამშრომლობა...

სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის დელეგაცია გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობისა და სომხეთის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარეს სისაკ გაბრიელიანს შეხვდა. 24News.ge-ს ინფორმაციით, ამის შესახებ პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა სომხეთსა და საქართველოში განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებასა და დარგობრივ კომიტეტებს შორის თანამშრომლობას. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ კომუნიკეს მოაწერეს ხელი. საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში შედიან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და კომიტეტის წევრები ვლადიმერ კახაძე და ვახტანგ მეგრელიშვილი. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები