Haqqımızda Reklam
27 
Mar
2024
11:36
0
0
108

საქართველოს ნაკრებმა გამარჯვება გულშემატკივრებთან ერთად რესპუბლიკის მოედანზე იზეიმა

ღამით რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები მივიდნენ და აქ შეკრებილ გულშემატკივრებთან ერთად გამარჯვება იზეიმეს. 24News.ge იუწყება, რომ რესპუბლიკის მოედანზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე, ასევე „ქართული ოცნების“ წევრები მონაწილეობდნენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე. საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები ევრო-2024-ის შესარჩევი ეტაპის ფინალურ მატჩში დაამარცხა. ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა და თამაში საქართველოს სასარგებლოდ ანგარიშით 4:2 დასრულდა. საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს დორტმუნდში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 18 ივნისს თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები