Haqqımızda Reklam
27 
Mar
2024
11:08
0
0
106

სომხეთი საქართველოს კუთვნილი სოფლის დასაბრუნებლად ემზადება

სომხეთი სოფელ კილიზას საქართველოსთვის დასაბრუნებლად ემზადება. 24News.ge იუწყება, რომ ამის შესახებ სომხური გაზეთი „ჯოგოვურდი“ წერს. აღინიშნა, რომ სომხეთი მზადაა საზღვრები მოახდინოს არა მხოლოდ აზერბაიჯანთან, არამედ საქართველოსთანაც: „ეს განსაკუთრებით ეხება საქართველოს საზღვარზე მდებარე სოფელ კილიზას, რომელიც მდებარეობს ალავერდუს რაიონში. არსებული ინფორმაციით, ეს საკითხი სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თავის ქართველ კოლეგასთან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ სომხეთი და საქართველო სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხს 1992 წლიდან განიხილავდნენ. 1996 წლიდან ორ ქვეყანას შორის ფუნქციონირებს საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიები, თუმცა ამ მიმართულებით მუშაობა ნელა მიმდინარეობს.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები