Haqqımızda Reklam
25 
Mar
2024
18:01
0
0
35

კობახიძემ და ფაშინიანმა სომხეთში საქართველოს საელჩოს ახალი შენობა გახსნეს

საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ახალი შენობა გახსნეს. 24News.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი კობახიძეს და ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი შარვაშიძემ უმასპინძლა. ქართულმა მხარემ შენობა 2024 წელს იყიდა. შენობა მთლიანად საქართველოს საკუთრებაშია. შენობის დიზაინში გათვალისწინებული იყო ეთნიკური და კულტურული ელემენტები. ეს არის საქართველოს საკუთრებაში არსებული მე-15 შენობა უცხო ქვეყნებში, მათ შორის სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ახალი შენობა.

www.24news.ge

(Şahidi olduğunuz hadisələri çəkib bizə göndərin!) 571798989

სხვა სიახლეები